21 დეკემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ბარიერის დაწევის არანაირი აუცილებლობა არ არის - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან ევროპულ ბარიერთან საკმაოდ ახლოს დგას.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ იმ განწყობით, რომ გადალახავენ მოქმედ ბარიერს და ელექტორალური მხარდაჭერით გავლენ საქართველოს პარლამენტში.

"ჩვენი ბარიერი ევროპულ ბარიერებთან საკმაოდ ახლოს მდგომია. ამის დაწევის არანაირი აუცილებლობა არ არის. ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს ყველა პარტია, რომელსაც სურს რაიმე წარმატების მიღწევა. ისინი უნდა იყვნენ იმ განწყობით, რომ დაძლევენ მოქმედ ბარიერს და ელექტორალური მხარდაჭერით გავლენ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები