09 ივლისი 2024,   02:51
ვრცლად
დროებითი ზავი მუშაობს - "ჰამასის" 24 მძევალი, 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ, თავისუფალია

დროებითი ზავი მუშაობს - ისრაელ-"ჰამასის" ომის დაწყებიდან მეშვიდე კვირას, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმი ისევ ამოქმედებულია.

"ჰამასის" 24 მძევალი თავისუფალია. მათ შორის - ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ, მძევლები, "წითელი ჯვრის" წარმომადგენლების თანხლებით, რაფაჰის გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს და ეგვიპტეში გადაიყვანეს. კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით კი, ისრაელის საპატიმრო 39-მა პალესტინელმა დატოვა.

"მოგესალმებით ყველას, ჩემი ოჯახის წევრები - დორონი, რაზი და ავივი ტყვეობიდან სახლში დამიბრუნდნენ. ახლა უნდა ვიზრუნოთ მათ რეაბილიტაციაზე, იმ საშინელი ტრავმების შემდეგ, რომელიც მათ გადაიტანეს და რომელსაც ახლაც განვიცდით. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ოჯახი დავიბრუნე, ეს სიხარულის განცდაა და ჩვენ თვალცრემლიანები ვართ, თუმცა მე არ ვზეიმობ. არ ვიზეიმებ იმ დრომდე, ვიდრე უკანასკნელი მძევალიც არ დაბრუნდება სახლში," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი იონი კატზ აშერი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ტყვეების პირველი ჯგუფის დაბრუნების პროცესი დასრულებულია. ნეთანიაჰუ ამბობს, ომის ერთ-ერთი მიზანი ყველა ტყვეს შინ დაბრუნებაა.

"ჩვენ ახლახანს დავასრულეთ ტყვეების პირველი ჯგუფის დაბრუნების პროცესი. ბავშვების, დედების, ქალების. ყოველი მათგანი მთელი სამყაროა. მინდა, ხაზგასმით ვუთხრა ოჯახებსა და ისრაელის მოქალაქეებს, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველა ტყვე დავაბრუნოთ. ეს ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანია," - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები