09 ივლისი 2024,   03:23
ვრცლად
ჰამასმა 11 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 3 წლის ტყუპები - საერთო ჯამში გათავისუფლებულია 69 ტყვე

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში - ომი უკვე 53 დღეა მიმდინარეობს. ჰამასმა კიდევ 11 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 3 წლის ტყუპები, საერთო ჯამში გათავისუფლებულია 69 ტყვე.

სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 33 პალესტინელი გაუშვეს. 30 ბავშვი და 3 ქალი. ჯამში კი ისრაელმა 150 პატიმარი გაათავისუფლა. ისრაელსა და ჰამასს შორის ოთხდღიანი ზავის ვადა 2 დღით გახანგრძლივდა.

ამ პერიოდში ტყვეების გაცვლის პროცესი ისევ გაგრძელდება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ს განცხადებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰამასი კიდევ 20 მძევლის გათავისუფლების ვალდებულებას იღებს.

მათ სანაცვლოს სანაცვლოდ ჰამასი 60 პატიმარს ითხოვს. პაუზის პერიოდში ღაზაში უმჯობესდება ჰუმანიტარული ვითარება . ანკლავში საკვებისა და მედიკამენტების სახით კიდევ 156 ტონა დახმარება შევა.

დღის ამბები