27 ივლისი 2024,   04:19
ვრცლად
საქართველოში, პირველი სამუშაო ვიზიტით, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოში, პირველი სამუშაო ვიზიტით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ჩამოვიდა. მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, მასაცუგუ ასაკავა, კოლეგებთან ერთად, გაეცნობა 2024 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებს.

დღის ამბები