27 ივლისი 2024,   03:42
ვრცლად
დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლის საძინებელსა და მისაღებში მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და მიყურადების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქალაქ თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ბრალდებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები