15 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს ევროპელ კოლეგებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ასევე იგი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სესიაზე.

როგორც ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ილია დარჩიაშვილმა განაცხადა ეუთო მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის, რომლებიც ასევე არიან წარმოდგენილი მინისტერიალზე.

დღის ამბები