05 ივლისი 2024,   23:10
ვრცლად
ევროპალიის ფარგლებში, ანტვერპენმა კიდევ ერთ ქართველ ხელოვანს უმასპინძლა

ევროპალიის ფარგლებში, ანტვერპენმა კიდევ ერთ ქართველ ხელოვანს უმასპინძლა.

დავით ნათიძე ბელგიაში მოღვაწე მოქანდაკეა. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ განათლება ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში განაგრძო.

ცოტა ხნის წინ, თბილისში, ავლაბრის მოედანზე, ხელოვანის ნამუშევარი, “წინაამდეგობა” დაიდგა, ანტვერპენში მისი გამოფენის ნაწილიც, სწორედ იმაზეა, თუ როგორ იქმნებოდა ეს ქანდაკება.

გამოფენა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები