15 სექტემბერი 2026,   20:41
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
ირაკლი კობახიძემ საჯარო სამსახურში მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატებები უსურვა.
მინისტრმა მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მაია ბითაძე ამ დრომდე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ის ორი მოწვევის პარლამენტის წევრია - აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

დღის ამბები