08 სექტემბერი 2024,   03:27
ვრცლად
მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

დღის ამბები