27 ივლისი 2024,   04:59
ვრცლად
ის ვერ გაუგია, რომ გიგა "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არასოდეს ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია - თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ პარტიაში ხშირად მოსვლია კონფლიქტები და მათ შორის გიგა ბოკერიასთან, როდესაც ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო.

როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, წითლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ პარლამენტარობა სურს.

"ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა არასოდეს და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია. გიგასთან დაპირისპირებაც მახსოვს - სიაში რატომ არ ჩამსვიო, ტანტრუმი გაუმართა - მახსოვს ეგ ესემესები. გაოგნებული იყო გიგა ამის შეუპოვარი და სრულიად უთავმოყვარეობით. ახლაც სიის გამო რჩება იქ - პარლამენტში უნდა," - წერს ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები