
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ტრავმა მიიღო. შესაბამისად, მოახლოებულ ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვიდეო, სადაც სპორტსმენი ტრავმას იღებს, სოციალურ ქსელებში თვითონ გაავრცელა და აღნიშნა, რომ საზარდულის დაზიანება აქვს, რაც სერიოზული არ არის, თუმცა ბრძოლას ვერ შეძლებს.
გიგა ჭიკაძის და ჯოშ ემეტის დაპირისპირება 16 დეკემბერს იყო ჩანიშნული.