27 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
მაღაროელთა დღე 2026 - განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ

ყოველი წლის ამ დროს, ჭიათურაში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ქალაქი მაღაროელთა დღეს აღნიშნავს. ადგილზე დილიდან სადღესასწაულო განწყობაა. ამ დღის მთავარი ტრადიცია წლის საუკეთესო მაღაროელების გამოვლენაა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ.

მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის დირექტორმა. მიხეილ სოცკი დასაქმებულების სამუშაოთი უზრუნველყოფის, სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხელფასების ზრდის პერსპექტივაზე საუბრობს, რაც მისივე თქმით განვითარების 5 წლიანი გეგმის ნაწილია.

"მადლობა მაღაროელს" - ეს ამ დღის მთავარი გზავნილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქცენტს მაღაროელთა შრომის, პროფესიული თავდადებისა და მათი წვლილის მნიშვნელობაზე აკეთებენ როგორც ქალაქის, ისე ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ჭიათურაში მაღაროელთა დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

დღის ამბები