14 ოქტომბერი 2024,   21:40
ვრცლად
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები მომდევნო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ, თუმცა სახელმწიფო დროშების, ემბლემებისა და ჰიმნების არგამოყენების პირობით.

ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ინდივიდუალურად მოასპარეზე ათლეტები დაიშვებიან და არა - გუნდები. ამასთან, მონაწილეობა ეკრძალებათ იმ სპორტსმენებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს ან/და დაკავშირებულები არიან რუსეთის ან ბელარუსის სამხედრო/ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებთან.

ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსეთის და ბელარუსის მთავრობების არცერთი წარმომადგენელი არ იქნება მიწვეული და არც აკრედიტაცია ექნებათ პარიზში 2024 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე დასასწრებად.

დღის ამბები