05 ივლისი 2024,   23:44
ვრცლად
Yandex Go-მ, სწრაფი მგზავრობისთვის, თბილისში ახალი ტარიფი - Line აამოქმედა

5 დეკემბრიდან Yandex Go-ს აპლიკაციით შესაძლებელი გახდა ახალი - Line ტარიფით სპეციალური მომსახურებით სარგებლობა.

Line ტარიფის არჩევისას მოგემსახურებათ მანქანები, რომლებსაც შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინში მოძრაობა. ახალი ტარიფი საშუალებას მოგცემთ, უფრო სწრაფად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე, განსაკუთრებით - პიკის საათებში.

მგზავრობა იწყება 3 ლარიდან. მაგალითად, ღვინის ქარხნიდან თავისუფლების მოედანზე მგზავრობის ღირებულება 4.1 ლარი იქნება და პიკის საათებშიც კი დაახლოებით 8 წუთი დასჭირდება, ხოლო სადგურის მოედნიდან ახალ ოლიმპიურ სასახლამდე მიხვალთ 10.9 ლარად და 17 წუთი დაგჭირდებათ, 35 წუთის ნაცვლად.

უფასო Yandex Go აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

დღის ამბები