გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა.
უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ და რობინ დანიგანმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საუბარი იყო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე, ბაზრების დივერსიფიკაციასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე.
აქცენტი გაკეთდა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზეც.