"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთხელ ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა კიდევ ექნება, ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემაზე მანიპულაციით.
მისივე თქმით, "ხალის ძალა" ცდილობს საზოგადოებას გაფილტრული და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
"რადგან ის გეგმა "ა" ჩავარდა, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიცემა გამოეყენებინათ არეულობისთვის, ახლა გადავიდნენ გეგმა "ბე"-ზე. დაიწყებენ პროვოცირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იქნება გაყალბებული. არჩევნებთან ერთად არის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გახსნის კონტექსტი. მოლაპარაკებების გახსნაც ვიცით, რომ იგეგმება დეკემბერში. მცდელობა ექნებათ, იმისთვის რომ არჩევნები გაყალბდა, მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთვის არ იგეგმება ევროკომისიაში. რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ვერ გამოიყენეს, მცდელობა ექნებათ მოლაპარაკებების გახსნის არ მიცემის ინფორმაცია გამოიყენონ.
დეზინფორმაციულ, შხამიან ისრებს "ხალხის ძალა" ჩვენს თავზე ვიღებთ, იმისათვის, რომ ეს დეზინფორმაცია გადავთარგმნოთ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ვინ არის ავტორი ამ შხამიანი ისრების, რომ საზოგადოება არ მოიწამლოს არასწორი ინფორმაციებით და მერე არ გახდეს ვიღაცის მსხვერპლი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.