17 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
თეა წულუკიანი სოფელ მარანში მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ეწვია და კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას, 2016 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს. კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის დეკემბერში შემუშავდა მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 133 000 ლარს შეადგენს.

დღის ამბები