03 ივლისი 2024,   14:05
ვრცლად
რუსებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე, რუსეთი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი თავდასხმა უშედეგოდ არ ჩაივლის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 683-ე დღეს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონი დაბომბეს. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაშავებულია 8 მოქალაქე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ტერორის ყოველ გამოვლინებასა და უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერების ყოველ მცდელობაზე იქნება უკრაინის ადეკვატური პასუხი.

"დონეცკის და პოკროვსკის ოლქში რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. ყველა დაშავებული იღებს აუცილებელ დახმარებას. ჯერჯერობით, ცნობილია ათამდე ადამიანის დაღუპვის შესახებ, სამწუხაროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. რუსებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობაზე. რუსეთი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი თავდასხმა უშედეგოდ არ ჩაივლის. ეს უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ძალებით, ჩვენივე თავდაცვითა და პოლიტიკური შესაძლებლობებით," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები