29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, პარალელურ რეჟიმში, არანაკლებ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის 868 დღე უკრაინაში. ცოტა ხნის წინ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლებამ სარაკეტო დარტყმის საშიშროების გამო მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.

ღამემ კი, ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევების გარეშე ჩაიარა. რას უკავშირდება საოკუპაციო ძალის თავდასხმის ტემპის კლება, უკრაინის გენშტაბში ვერ აკონკრეტებენ. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, რუსული არმია განაგრძობს შეტევას ავდიივკის მიმართულებით.

პარალელურად, ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სარატოვის ოლქში, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, დრონის სამიზნე სამხედრო აეროდრომის ტერიტორია იყო. ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი უთქვამს.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი შეიარაღების, მათ შორის დრონების წარმოების მნიშვნელობას.

"გენშტაბის, თავდაცვის სამინისტროს და სხვა წამყვან უწყებებთან განვიხილეთ სამხედროების დრონებით და ჭურვებით უზრუნველყოფის საკითხი. ახლა უმთავრესი ამოცანა ლოგისტიკის დაჩქარებაა. ვიმსჯელეთ ასევე შეიარაღების და დამხმარე კომპონენტების ადგილობრივ წარმოებაზე. აქ, უკრაინის საწარმოებში. რა თქმა უნდა ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, პარალელურ რეჟიმში, არანაკლებ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა,"- აცხადებს ზელენსკი

დღის ამბები