15 მარტი 2025,   02:19
ვრცლად
ისრაელის ბოლო თავდასხმების შემდეგად, ღაზის სექტორში 147 ადამიანი დაიღუპა და 243 დაშავდა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ისრაელის ბოლო თავდასხმების შემდეგ, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, სულ მცირე 147 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 243.

სახმელეთო შეტევების შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აჭარბებს.