ჰააგას სასამართლო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდის შესახებ საჩივარს განიხილავს.
ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი, გასული წლის 29 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა. თუ სასამართლო მომჩივნის პოზიციას გაიზიარებს, ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციას მოისმენს, ხვალ კი სიტყვით ისრაელი ისარგებლებს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელის მიერ პალესტინელთა გენოციდად აფასებს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას ხალხის დახოცვას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დასახიჩრებას, იძულებით ევაკუაციასა და ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ შიმშილს.