01 ივლისი 2024,   15:03
ვრცლად
"ბავშვები იხოცებიან, შეაჩერეთ ეს ომი" - ადგილობრივები ღაზას სექტორში არსებულ მძიმე სიტუაციაზე საუბრობენ

ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ისრაელის სამხედროების თავდასხმებს დევნილთა საცხოვრებელ სახლებზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ანკლავში ჰუმანიტარული კრიზისია. გადატვირთულია სამედიცინო დაწესებულებები. საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იღებენ, დეფიციტშია მედიკამენტებიც.

"აქ არსად არის უსაფრთხო. რა აზრი აქვს სახლების დატოვებას, მაინც ყველაფერს ბომბავენ. ჩვენ დავტოვეთ ჩვენი ქალაქები და აქ ჩამოვედით, ღია ცის ქვეშ ვართ, მაგრამ აქაც გვესვრიან. ბავშვები იხოცებიან. შეაჩერეთ ეს ომი," - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები