01 ივლისი 2024,   14:23
ვრცლად
ისრაელ-"ჰამასისის" დაპირისპირების 99-ე დღეს, ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად მძიმეა - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

10 დაღუპული, მათ შორის რამდენიმე ბავშვი - ასეთია ღაზას სამხრეთით ქალაქ რაფაჰში დაღუპულთა რაოდენობა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა იმ ორ სახლზე მოხდა, სადაც იძულებით გადაადგილებული ორი ოჯახი იმყოფებოდა. ღაზაში ამბობენ, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

ომი მიმდინარეობს და არცერთი მხარე რომ არ ჩერდება, ამას აფეთქებების ის სერიაც მოწმობს, რომელიც ღაზაში, ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებზე განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, დეირ ელ-ბალას სამხრეთით მდებარე დასახლებაში, 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ღაზაში ამბობენ, რომ ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

პარალელურად, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისია. საავადმყოფოები გადატვირთულია, მედიკამენტები კი დეფიციტში, შესაბამისად, დაჭრილების მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ისრაელს მოსმენა აქვს, სამხრეთ აფრიკის მიერ პალესტინელი ხალხის გენოციდის ბრალდებით სარჩელზე, "ცაჰალი" არ წყვეტს თავდასხმებს ღაზის მიმართულებით. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა სასამართლოში თქვა, რომ ქვეყნის სამხედრო მოქმედებები არის "ჰამასისა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან თავდაცვა, რასაც კონტრარგუმენტებს ბრალდების მხარე უყენებს და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვაზე აკეთებს აქცენტს.

ინფორმაციას უარყოფს პალესტინური მხარე და თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ისრაელელი სამხედროების სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ. ღაზის სექტორში ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 23 843-ს აღწევს, მათგან 10 000-ზე მეტი ბავშვია და ნანგრევებში ათასობით ადამიანი რჩება.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორის, ქალაქ ხანიუნისში სამხედრო ოპერაციის შედეგად "ცაჰალის" მე-7 ჯავშანბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა, რომელსაც "ჰამასი" იარაღის საწყობად იყენებდა.

 

დღის ამბები