19 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
ფერად ბუშტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს - იმპორტიორი კომპანია გაყიდული ბუშტების უკან დაბრუნებას ითხოვს

ფერად ბუშტებში, რომლებიც ფილტვების ანთების დროს სუნთქვის ვარჯიშებისთვისაც კი გამოიყენება, მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ნიტროზამინი კანცეროგენური ნაერთია, რომელთანაც ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა ბავშვის ორგანიზმში რეპროდუქციული და ონკოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. იმპორტიორი კომპანია გაყიდული ბუშტების უკან დაბრუნებას ითხოვს.

ჯანმრთელობისთვის სახიფათო ლატექსის ბუშტების ამოცნობა, ერთი შეხედვით, რთულია, არადა, ის ქართულ ბაზარზე მრავლად გვხვდება მაღაზიებში, ბაზრობებსა თუ უბრალო ჯიხურებში, შეფუთვის გარეშე. ახლა მავნე სათამაშოს მხოლოდ მწარმოებელი კომპანია და სერიის ნომერია ცნობილი. შესაბამისი სამსახური კი ავრცელებს მოწოდებას, რომ საეჭვო ბუშტები რეალიზატორებმაც და მომხმარებლებმაც სასწრაფოდ გაანადგურონ.

მავნე ნივთიერებები ქსელური მაღაზიების - "სამი ძმის" ბუშტებში აღმოჩნდა. კომპანიაში ამბობენ, რომ საეჭვო პროდუქცია გაყიდვიდან უკვე ამოიღეს, მომხმარებლებისგან კი გაყიდულ ბუშტებს უკან იბრუნებენ

ამ მაღაზიიდან უკვე გაყიდული საშიში ბუშტები შეიძლება შეგვხვდეს სხვა დახლებზეც, სადაც ინფორმაციას საფრთხის შესახებ ჯერ არ მიუღწევია ან, უბრალოდ, გამყიდველს ყურადღება არ მიუქცევია; ან, ბუშტები კონკრეტული შეფუთვით არ უყიდიათ და იყიდეს ცალობით. ახალ მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მწარმოებელ კომპანიასა და სერიის ნომერზე,

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათამაშოების კონტროლის ფარგლებში, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, ლატექსის ბუშტები ლაბორატორიული კვლევა პირველად ჩატარდა. ახლა საქართველოში საშიშ სათამაშოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო პროდუქტად სწორედ ბუშტები ითვლება, ამიტომ ზედამხედველობის სააგენტო ამ მიმართულებით კონტროლს აფართოებს.

იმისთვის, რომ ფერადი ბუშტი კვლავ მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტთან ასოცირდებოდეს, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ რეალიზატორებს და სიფრთხილე - მომხმარებლებს.

დღის ამბები