01 ივლისი 2024,   14:09
ვრცლად
ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში - ლავამ ქალაქ გრინ-დავიკამდე მიაღწია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ ქალაქ გრინ-დავიკამდე მიაღწია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

მანამდე, გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას "დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა.

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები