16 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
რუსეთის არმიამ ოდესასა და ხარკოვზე დრონებით და რაკეტებით შეტევა განახორციელა - უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი ოდესის სანაპიროსთან საოკუპაციო ძალების 11 დრონი გაანადგურეს

რუსეთის არმიამ ოდესასა და ხარკოვზე დრონებით და რაკეტებით, მორიგი შეტევა განახორციელა. ქალაქ ოდესის პრიმორსკის რაიონში დაჭრილია სულ მცირე სამი ადამიანი, დაზიანებული სახლებიდან გაიყვანეს 130-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის სანაპიროსთან მათ საოკუპაციო ძალების 11 დრონი გაანადგურეს, რომელთა უმრავლესობაც ზღვაში ჩავარდა, თუმცა რამდენიმეს ნამსხვრევებმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ხარკოვზე იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაზიანებულია 10-მდე სახლი და საავადმყოფო.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჯეიკ სალივანის თქმით, ისინი მუშაობენ, რათა უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება მოხდეს.

პარალელურად, კიევში თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდებიან. იგეგმება სამხედრო დახმარების ახალი შეთანხმების გაფორმება.

დღის ამბები