"ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, მკაფიოდ აიხსნა ყველა ფაქტორი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
"ოპონენტებს, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისეთი მიზეზი უნდა მონახოს, რაც ივანიშვილისთვის ან ხელისუფლებისთვის რაღაც ფორმით დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ამ თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძის რემარკა მართებულია. უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც მან ახსნა, ოპოზიციასთან მეტი წარმატების მიღწევის სურვილი არ განაპირობებს. მკაფიოდ აიხსნა ყველა ის ფაქტორი, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.