დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, 2023 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ, ანგარიში წარადგინა.
კობა მურადაშვილის განცხადებით, დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც 2024 წელსაც გაგრძელდება.
ანგარიშის წარდგენას - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, დეპუტატები და ადგილობრივები მაცხოვრებლებიც დაესწრნენ.