03 ივლისი 2024,   12:50
ვრცლად
წლის მთავარი კინოდაჯილდოების ნომინანტების სია უკვე ცნობილია - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ოსკარის 96-ე ცერემინიაა

წლის მთავარი კინოდაჯილდოების ნომინანტების სია უკვე ცნობილია. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ოსკარის 96-ე ცერემინიაა.

წლის კინოსენსაციად ქცეული ოფენჰაიმერი ისევ ლიდერია - კრისტოფერ ნოლანის ფილმი 13 ოსკარზეა ნომინირებული. ოფენჰაიმერის გარდა, საუკეთესო ფილმის სტატუსისთვის იბრძოლებს 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი "ბარბი", რომელმაც კინოგაქირავებიდან თითქმის მილიარდნახევარი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად, არც ფილმის რეჟისორი და არც მთავარი როლის შემსრულებელი ნომინანტთა სიაში არ არიან, რაც წლევანდელი ოსკარის კიდევ ერთ სენსაციად იქცა.

ამერიკული კინოაკადემიის წლევანდელი დაჯილდოებაზე კიდევ ერთ მოულოდნელ სიურპრიზად იქცა ნომინანტთა სიაში მამაკაცის საუკეთესო და მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ისეთი მსახიობების არარსებობა, როგორებიც ლეონარდო დიკაბრიო და ულიამ დეფო არიან. ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის იბრძოლებს უკრაინელი რეპორტიორის მსტისლავ ჩერნოვის ფილმი "20 დღე მარიუპოლში", რომელიც უკრაინაში საოკუპაციო ძალების შეჭრის პირველ რამდენიმე კვირას ასახავს. ამერიკული კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს ლოს ანჟელესში გაიმართება.

დღის ამბები