01 ივლისი 2024,   13:59
ვრცლად
ხან იუნისში, ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

ხან იუნისში, ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხან იუნისის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, სადაც 800 ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა.

ისრაელში თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ამბობენ, რომ ისრაელელი სამხედროები მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედებენ.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი ხან იუნისი.

დღის ამბები