19 სექტემბერი 2024,   05:02
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ხან-იუნისში გაეროს სასწავლო ცენტრი დაიბომბა, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - დაბომბილია ქალაქ ხან-იუნისში მდებარე გაეროს ერთ-ერთი სასწავლო ცენტრი, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი. გაერო-ს დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიას ორი სატანკო ჭურვი მოხვდა. დაიღუპა 9 ადამიანი, ათობით დაშავდა. სააგენტოს ცნობით, ცენტრს 800-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს.

მომხდარზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. თავშესაფარზე იერიშს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრმა სახლმა გაერო-ს სასწავლო ცენტრზე თავდასხმა დაგმო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ არ დაუჭერს მხარს ისრაელს ღაზაში ე.წ. ბუფერული ზონების შექმნას, რაც პალესტინის ტერიტორიის ზომას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

დღის ამბები