16 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ვისურვებდი, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობები ნაკლები იყოს, ვინაიდან ეს სპეკულაციის ფორმას იღებს - გია ვოლსკი კეკელიძის ქუჩის საქმეზე

კეკელიძის ქუჩაზე განხორციელებული გამოსახლების საქმეზე შეფასებები საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც ფულის გამსესხებელ სუბიექტებს მკაცრ ჩარჩოებს უქმნის.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თმით, კარგი იქნება თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები ნაკლებად გაკეთდება, რადგან ეს უკვე სპეკულაციის ფორმას იღებს.

"ექსპერტები გადახედავენ ამ საკითხს თუ შეიძლება რამის დამატება, რადგან საქართველომ, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში მიიღო ისეთი კანონები, რომლებიც ძალიან მკაცრ ჩარჩოებს უქმნის ფულის გამსესხებელ სუბიექტს. ის აუცილებლად უნდა იყოს აღრიცხვაზე, დაწესებულია გარკვეული ლიმიტები, რის მერეც პროცენტული სარგებლის მოთხოვნა არ შეიძლება გამსესხებლის მხრიდან და მთელი რიგი რეგულაციებია. სუბიექტებს შორის ურთიერთობა, მე რამდენადაც ვიცი, არის ჩამოყალიბებული, შეთანხმებული და ვისურვებდი, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობები ნაკლები იყოს, ვინაიდან ეს სპეკულაციის ფორმას იღებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები