29 სექტემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთის ომის 118 დღე - ღაზის სექტორის სამხრეთით, ალ-ამალის საავადმყოფოსთან, ისრაელმა ინტენსიური ცეცხლი გახსნა

ახლო აღმოსავლეთში ომი 118 დღეა მიმდინარეობს - პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის" სააგენტო იტყობინება, რომ ისრაელის ძალები ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისში მდებარე ალ-ამალის საავადმყოფოსთან, "ძლიერად ისვრიან". ნასერისა და ალ-ამალის საავადმყოფოები, რამდენიმე დღეა, ალყაშია.

ომის დაწყებიდან, ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად, 27 ათასი ადამიანი დაიღუპა და 66 ათასი დაიჭრა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, საღამოს, ამერიკულმა გამანადგურებელმა წითელ ზღვაში "ჰუსიტი" მებრძოლების მიერ გაშვებული საზენიტო ბალისტიკური რაკეტა და 3 დრონი ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შტატების განცხადებით, გაერო-ს ჯგუფმა, რომელიც პალესტინელების დახმარებაზე პასუხისმგებელი, ცვლილებები უნდა შეიტანოს "დონორთა ნდობის აღსადგენად", ვიდრე ის მათთვის ფულის გაცემას განაახლებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მოქმედი გაერო-ს დახმარების სააგენტო სხვა დახმარების ჯგუფებმა უნდა შეცვალოს.

დღის ამბები