29 ივნისი 2024,   11:15
ვრცლად
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი გადახდის სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა

დღეიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა სრულად საბარათე სისტემაზე გადადის.

შიდასაქალაქო მარშრუტებზე, ასევე რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მგზავრობის საფასურის გადახდა, სპეციალური სამგზავრო ბარათით - "რუსთავი ქარდით", სტუდენტური ბარათით, "სქულ ქარდით", მუნიციპალური სოციალური ბარათით, "მეტრომანით", "საქართველოს ბანკისა" და "თი ბი სი ბანკის" პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი. "რუსთავი ქარდის" შეძენა და მასზე სასურველი თანხის დარიცხვა, მხოლოდ "საქართველოს ბანკის" ტერმინალებიდან ხდება.

დღის ამბები