16 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა და დღეს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არაა, ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი - მამუკა მდინარაძე

"ამ ქვეყანაში გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი", -
ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის, დაუმსახურებელი ბევრი ტალახის სროლა მოდის ასეთი თანამდებობის პირების მიმართ, თითოეული ჩვენგანის მიმართ, ეს არ არის მარტივი. ვფიქრობ, რომ როდესაც სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შენი პრემიერ-მინისტრობის დროს ახდენს უდიდეს წარმატებებს და ამ პასუხისმგებლობას ასე წარმატებულად უძღვები, შემდეგ კითხვა, რომ აი ამ კომფორტიდან რატომ გამოვიდა- არარელევანტურია, აბსოლუტურად არ არის სწორი. ამას ახლავს პასუხისმგებლობა, რაღაცების გაძლება გვიწევს, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყნის პირველ პირზეა საუბარი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები