29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ომი უკრაინაში - ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა

ომი უკრაინაში გრძელდება - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 711-ე დღეს 66 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, უკრაინის ძალების მიერ ქალაქ ლისინჩანსკის დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია სამოქალაქო ინსრასტრუქტურა. ზელენსკი თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც აღდგენით სამუშაოებზე ლაპარაკობს.

“ამ წუთებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში, სადაც რუსეთის დარტყმების შედეგად ელექტროენერგია გაითიშა. დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კერძოდ კი კრივოი როგში, ენერგეტიკის ინჟინრები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ ელექტრომომარაგება ყველა მომხმარებლისთვის. რეგიონში გავგზავნეთ უკრენერგოს ხელმძღვანელი ყველა საჭირო სპეციალისტთან და რესურსთან ერთად.

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა დღეს მაცნობა სამუშაოების მიმდინარეობისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის შესახებ. მადლობას ვუხდი თითოეულ სარემონტო ჯგუფს. დიდება თითოეულ უკრაინელ მეომარს. დიდება ყველას, ვინც მუშაობს იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

დღის ამბები