21 აგვისტო 2026,   07:41
ვრცლად
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" - თბილისის საკრებულოში კსუ-ის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის საკრებულოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების ინფორმირებას თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ეს არ იქნება ერთჯერადი თანამშრომლობა. უნივერსიტეტთან ძალიან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში ვართ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი - საკრებულოს წევრების გამოცდილება სტუდენტებს ძალიან დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი.

ზამთრის სკოლა 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები