22 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი...პირველი რაც გავაკეთე, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ეს იყო ბრიუსელში წასვლა, ვესაუბრე ევროკავშირს საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე - დანიგანი

ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს. ეს გულისხმობს პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს - ყველას აქვს თავისი როლი, რომ შეასრულოს ამ ეროვნულ ერთობაში,- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ და ეს დიდი სამუშაოა.

"ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამერიკას უნდა დაინახოს საქართველო, რომელიც არის ევროკავშირის წევრი. მხარს უჭერს საქართველოს ნატოს მისწრაფებებს და ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, როდესაც საქართველოში ჩამოვედი ელჩად, ეს იყო ბრიუსელში წასვლა და ვესაუბრე ევროკავშირს საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე.

ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ - ეს არის დიდი სამუშაო. რესურსია საჭირო ამისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსესუსი საქართველოში. ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს. ეს გულისხმობს პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, ყველას აქვს როლი, რომ შეასრულოს ამ ეროვნულ ერთობაში. ეს არის მომენტი, ევროკავშირმა აჩვენა ენერგია გაფართოების პროცესის მიმართ. ამერიკა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა ნაბიჯს, ასევე ნატოს ინტეგრაციასაც ეხება ეს. ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაცია. რაც შეეხება სამხედრო კუთხეს, საქართველოსთან ვთანამშრომლობთ თავდაცვის ძალებთან ათწლეულობის განმავლობაში, საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ერთად იწვრთნებიან ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები, შესაბამისი იარაღი აქვთ და ეს გრძელდება უკვე ათწლეულებია, თუმცა ნატო არის ასევე პოლიტიკური ალიანსი და საჭიროა ნაბიჯები, რომ შესრულდეს ეს პოლიტიკური ნაბიჯები, რაც ძალიან ახლოს არის ევროკავშირის განსაზღვრულ ნაბიჯებთან,“ - აცხადებს რობინ დანიგანი.

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები