განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე საგამოძიებო უწყებამ 1 პირს ბრალი წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სახელმწიფოს კუთვნილი 3 მილიონ 200 000-ზე მეტი თანხა არ გადაუხადა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.