21 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დანიაში გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დანიაში გაემგზავრა. გუნდი "ევრობასკეტ 2025-ის" შესარჩევ ციკლში მონაწილეობს და პირველი მატჩებისთვის ემზადება. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯერ დანიას სტუმრად, შემდეგ კი, თბილისში, სერბეთს დაუპირისპირდება.

12-კაციან შემადგენლობას, დანიაში, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი შეუერთდებიან. ნაკრებს ახალი ამერიკელი კალათბურთელი ჯო ტომასონიც მიჰყვება, რომელმაც ნაკრებში თად მაკფადენი შეცვალა.

დღის ამბები