29 ივნისი 2024,   11:44
ვრცლად
ლოდების ჩამოშლის გამო, სარფში შესასვლელი გზა დროებით ჩაიკეტა

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვათაცვენის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.

დღის ამბები