29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
სპორტის სასახლეში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სპორტის სასახლეში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდს კულტურისა და სპორტის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და დეპუტატები ესწრებოდნენ.

ლევან თედიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი. ასევე, იყო მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში. 2005 წლიდან, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თედიაშვილი ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად გამოაცხადა.

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს დღეს საგარეჯოში დაკრძალავენ.

დღის ამბები