27 ივლისი 2024,   04:48
ვრცლად
დღეს , ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ბარსელონას დაუპირისპირდება

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე, ხვიჩა კვარაცხელია კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს. მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ნაპოლი" ბარსელონას, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება. ორი დღის წინ, ნეაპოლურ გუნდში დიდი ცვლილებები განხორციელდა. კლუბის მენეჯმენტმა მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. მის მაგივრად კი სეზონის ბოლომდე ფრანჩესკო კალცონა დანიშნა. იტალიელი სპეციალისტი, მიმდინარე სეზონში, მესამე მწვრთნელი იქნება, რომელიც ნეაპოლიტანურ გუნდს მოამზადებს.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

 

დღის ამბები