06 ივლისი 2024,   07:59
ვრცლად
ქვემო ქართლში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება 4 400 000 ლარია, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობა მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა.

დღის ამბები