06 ივლისი 2024,   09:43
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს ბექა ბურჯანაძე შეუერთდა, გიორგი შერმადინს კი დანიაში დღეს ელოდებიან.

საქართველოს ნაკრებს პირველი სრულფასოვანი ვარჯიში დღეს ექნება, თამაში კი 23 თებერვალს გაიმართება. ევრობასკეტი 2025-ის A საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთად საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია მოხვდნენ.

ვინაიდან ფინეთი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია, ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს, ამიტომ დარჩენილი 3 გუნდიდან საგზურს 2 მიიღებს. ამ სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ნაკრები კიდევ ერთ მატჩს გამართავს, 26 თებერვალს საქართველო სახლში სერბეთს დაუპირისპირდება.

დღის ამბები