18 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
მადრიდში არასრულწლოვანმა 23 წლის ქართველი მამაკაცი მძიმედ დაჭრა

მადრიდში, ვილავერდეს რაიონში დააკავეს 16 წლის არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

შემთხვევა მანოხო დე როსას ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან, მოხდა. 23 წლის ქართველ მამაკაცს ორი არასრულწლოვანი ჯერ ბოთლით ემუქრებოდა, შემდეგ კი ერთმა თავდამსხმელმა მსხვერპლს საჯდომში დანით ჭრილობა მიაყენა.

ადგილზე მისულ პოლიციას და სამედიცინო პერსონალს მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დაკავებული მოზარდი მადრიდის პროკურატურის არასრულწლოვანთა განყოფილებას გადაეცა.

დღის ამბები