ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა.
"ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენ მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია," – აცხადებს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელი გავიდა.