28 სექტემბერი 2024,   04:29
ვრცლად
რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტი აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე ხორციელდება.

ტერიტორიაზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელი, წყალარინების, გაზის და ელექტროენერგიის მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. საავტომობილო გზის გარდა, გათვალისწინებულია ახალი მწვანე სივრცეების, სარწყავი სისტემის, ტროტუარების და გარე განათების მიწყობაც.

პროექტი, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით ხორციელდება და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

დღის ამბები