29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
პოლონეთში, წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა მოკლეს - დამნაშავე, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა

პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი 28 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, საქართველოს 35 წლის მოქალაქემ მიაყენა.

წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩასული პირები ცხოვრობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. მათ, დანაშაულის კვალის დაფარვა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღის - დანის გადამალვა ედებათ ბრალად.

დღის ამბები