ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელმა, პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. უკიდურესი კრიზისისა და შიმშილობის პირობებში, დაშავებულები ჰუმანიტარულ ზონაში სასურსათო დახმარებას ელოდნენ.
თავდასხმის შედეგად, ბოლო 24 საათში, 115 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 760.
"ჰამასის" ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერის განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს, ღაზაში 7 ისრაელელი ტყვეც ემსხვერპლა.
გაეროსა და შტატების შეფასებით, ისრაელის ამგვარი შეტევები ჰუმანიტარული კატასტროფაა.